შს მინისტრის კომენტარი აჭარის საპატრულო პოლიციაში საკადრო ცვლილებებსა და აქციის დროს დაკავებულებზე

შს მინისტრის კომენტარი აჭარის საპატრულო პოლიციაში საკადრო ცვლილებებსა და აქციის დროს დაკავებულებზე

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამ ეტაპზე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს.

თუმცა, როგროც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, ის დეტალურად შეისწავლის ყველა იმ პრეტენზიას, რომელიც აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ ბუხრაძის მიმართ ისმის.

"შესაძლებელია ვინმეს მისამართით, ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ის რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია. ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც ბუხრაძის მისამართით გამოთქვამენ. მე არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებასაც, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ", - განაცხადა შს მინისტრმა.

მისივე განმარტებით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ადეკვატური და პროპორციული ძალა გამოიყენა და ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ.

"წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია... სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და მინდა გითხრათ, რომ ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს, ვიდრე ეს ჩაიდინა ერთმა ქუჩამ. პირობას ვდებ, ყველა ის პიროვნება, რომელიც ორგანიზატორი იყო ამ ვანდალური აქტის და იღებდა მასში მონაწილეობა, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება. რამდენიმე მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია და ვაგრძელებთ მუშაობას", -

განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, ამ დროისთვის წუხანდელ აქციაში მონაწილე 40-მდე პირია დაკავებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."