გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში გაემგზავრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პრემიერ-მინისტრი ბათუმში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა და, სავარაუდოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შეხვდება.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი წუხელ გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, ყოფითი შემთხვევა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოყენებული იყო სიტუაციის ესკალაციისთვის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."