ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - აქციის მონაწილეები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს დასალევი და ტომრებით ქვები

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი - აქციის მონაწილეები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს დასალევი და ტომრებით ქვები

ის, რაც ბათუმში მოხდა, განაწყენებული ხალხის ნამოქმედარი არ იყო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბათუმის #70-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ განუცხადა.

ვახტანგაძის თქმით, 11-12 მარტს, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული პროცესები ორგანიზებული იყო. როგორც ბათუმის მაჟორიტარმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ”აქციის მონაწილე ახალგაზრდები შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს, მიუტანეს მათ დასალევი, ტომრებით ქვები, ხოლო ის, თუ ვინ გააკეთა ეს, სამართლადამცავები აუცილებლად გაარკვევენ.

”ვარ პარლამენტში ხალხის არჩეული დეპუტატი - ყოველთვის მოვუსმენ ხალხს და გავიზიარებ მათ აზრს. პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიან გარემოში. ის, რაც ბათუმში მოხდა, არის მიუღებელი. ვთვლი, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ბათუმელს. იქ რაც მოხდა, როცა მოვლენები აგრესიასა და ვანდალიზმში გადაიზარდა, ეს განაწყენებული ხალხის ნამოქმედარი არ იყო. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. მოვლენებს ვერ გავუსწრებ. ვიცი, რომ სამართალდამცავები მუშაობენ და ძალიან მალე იქნება ცნობილი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ჩემი აზრით, ისინი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ”, - აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.

ბათუმის მაჟორიტარი გამორიცხავს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა ადგილობრივ სუს-სა და საპატრულო პოზიციას შორის დაპირისპირებიდან მომდინარეობდეს. ვახტანგაძე ირწმუნება, რომ ”სუს-ი არაფერ შუაშია”.

”ორივე მხარეს ვიცნობ და ვიცი მათი დამოკიდებულება. ეს არის სრული აბსურდი და ტყუილი, რისი გამოგონებაც რომელიღაც ბნელ მხარეს უნდა. ხალხი, ვინც ეს მოაწყო, არის რაღაც სექტა. სუს-ი აქ არაფერ შუაშია”, - ამბობს მუხრან ვახტანგაძე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."