კახა კალაძე - რას ნიშნავს "თათარი" და "სათათრეთი", ვის უწოდებდნენ ამ სიტყვას, აჭარის მოსახლეობას?!

კახა კალაძე - რას ნიშნავს "თათარი" და "სათათრეთი", ვის უწოდებდნენ ამ სიტყვას, აჭარის მოსახლეობას?!

რას ნიშნავს "თათარი" და "სათათრეთი", ვის უწოდებდნენ ამ სიტყვას, აჭარის მოსახლეობას?! ჩემთვის გაუგებარი იყო, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, რას გულისხმობდა მის გუშინდელ განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ დაპირისპირება "ეთნიკურ ნიადაგზე" მოხდა. ამ კითხვის პასუხად ვიცე პრემიერმა განაცხადა:

"რას ნიშნავს "თათარი" ან "თათრები"?! ან რამე რეგიონი გვაქვს ეგეთი, ან რელიგია რაიმე?! – გაუგებარია. ჩვენ ამ განცხადებებს ვისმენდით რამდენიმე საათის განმავლობაში და წინა დღეებშიც. ეს ძალიან სახიფათო და მძიმე მოსასმენი იყო".

კითხვაზე, თუ რატომ არ დაიკითხა მერაბ ღოღობერიძე, რომელსაც ბათუმის აქციის ორგანიზატორად ასახელებენ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. "ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს – მათ შორის, ამ კონკრეტულ პიროვნებას თუ აქვს დანაშაული", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."