დავით ბერძენიშვილი - კახა კალაძეს არ აწყენდა ბოდიშის მოხდა ეთნიკური ნიადაგის ხსენების გამო

დავით ბერძენიშვილი - კახა კალაძეს არ აწყენდა ბოდიშის მოხდა ეთნიკური ნიადაგის ხსენების გამო

კახა კალაძეს არ აწყენდა ბოდიშის მოხდა ეთნიკური ნიადაგის ხსენების გამო, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საშინელება თქვა, როდესაც განაცხადა, რომ ბათუმში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.

"კახა კალაძემ არ იცის ეს ტერმინი და საშინელება თქვა - "ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირებაო". ვის, ქართველებსა და ვინმე სხვას შორის?! ალბათ გულისხმობდა კუთხურ ნიადაგზეო, რაც ასევე არაა სწორი და ასევე სისულელეა. ჩვენ პირდაპირ ვერსიას ვთავაზობთ ხელისუფლებას, მართლა ხომ არ იყო ეს რომელიმე ადგილობრივი გაღიზიანებული ჯგუფის რევანშის მცდელობა, რომელიც პატრულის ახალმა უფროსმა ჩამოაცილა პატრულის ხელმძღვანელობას. უსაქმური იყო პატრული წლების განმავლობაში", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, ნულია შანსი აჭარაში რაიმე ტიპის არეულობის შემოტანისა. "ნულია შანსი აჭარაში რაიმე ტიპის არეულობის შემოტანისა. კახა კალაძეს არ აწყენდა ბოდიშის მოხდა ეთნიკური ნიადაგის ხსენების გამო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის კუთხურობას გულისხმობს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."