ვინ შეასრულებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობას თეა წულუკიანის დეკრეტული შვებულების დროს

ვინ შეასრულებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობას თეა წულუკიანის დეკრეტული შვებულების დროს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში მის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს.

ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.

ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში.

თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრად პირველად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა და საქმიანობას იმავე წლის 25 ოქტომბერს შეუდგა.

იუსტიციის მინისტრი და მისი მეუღლე ნუგზარ კაკულია პირველ შვილს ელოდებიან.

ფოტო: OK!

Georgia’s Justice Minister off for a maternity leave

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."