ალეკო ელისაშვილი - ძალით ძველი ბიჭი დავით ნარმანია ცდილობს, ძველ ბიჭად წარმოაჩინოს თავი

ალეკო ელისაშვილი - ძალით ძველი ბიჭი დავით ნარმანია ცდილობს, ძველ ბიჭად წარმოაჩინოს თავი

სხვას სააკაშვილი კი არაფერს აფუჭებდა, კანონს არღვევდა, იგივეს განმეორებას ცდილობენ, თან ვინ ცდილობს, ძალით ძველი ბიჭი ნარმანია, რომელიც ცდილობს, ძველ ბიჭად წარმოაჩინოს თავი“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დავით ნარმანიას გადაწყვეტილებაზე, თბილისის საკრებულოში ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე არ მივიდეს.

„პოლიტიკური ფასის გაღება მოუწევს ამ ყველაფრისთვის „ქართულ ოცნებას“, რადგან თუ გონია ნარმანიას, რომ მარტო ის და ჩვენ ვართ, „ქართული ოცნება“ და დანარჩენი საკრებულოს ოპოზიცია, ძალიან ცდება. ხალხია, რომელიც ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს - როგორ ცდილობენ კანონზე გადავლას. სხვას სააკაშვილი კი არაფერს არ აფუჭებდა. კანონს არღვევდა და აბუჩად იგდებდა და რად დაუჯდა კი ვნახეთ. იგივეს განმეორებას ცდილობენ. თან ვინ ცდილობს, ძალით ძველი ბიჭი ნარმანია, რომელიც ცდილობს, ძველ ბიჭად წარმოაჩინოს თავი, ასე არ ხდება. კანონი არის იმისთვის, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."