საკონსტიტუციო კომისიამ ე. წ. სტრასბურგის მოდელის შექმნის ინიციატივაზე უარი განაცხადა

საკონსტიტუციო კომისიამ ე. წ. სტრასბურგის მოდელის შექმნის ინიციატივაზე უარი განაცხადა

საკონსტიტუციო კომისიამ ე. წ. სტრასბურგის მოდელის შექმნის ინიციატივაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

"იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მისცემოდა რეალური კონტროლის შესაძლებლობა ანუ საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციური კონტროლის კომპეტენცია. სამწუხაროდ, ეს საკითხი უარყოფილია და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება არ მიენიჭება", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით განიხილებოდა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა - საუბარია ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებაზე.

"ეს იქნება ძალიან კარგი ცვლილება, რაც ქვეყანას დაეხმარება იმაში, რომ შეამციროს სარჩელების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა მოხდება ადგილზე", - აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე.

მისივე ინფორმაციით, თუკი მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის თაობაზე, ამ კონტექსტში განიხილებოდა მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის საკითხიც.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."