კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:05 / 17-03-2017
კახა კალაძე მის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე - "ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ"
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს სურვილი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ამის შესახებ კალაძემ "თV პირველის" გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა. კითხვაზე - შეიძლება თუ არა მან პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს, კალაძემ აღნიშნა, რომ "პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს".
ვიცე-პრემიერმა ასევე, კონსტიტუციით პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ტრაგედია არ იქნება, თუკი პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება.

"ვფიქრობ უნდა ავიღოთ მაგალითები განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც არის საპარლამენტო მმართველობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ ხალხის მიერ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, მე ამაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტრაგედიას ან პრობლემას ვერ ვხედავ. ხშირად ვისმენთ, რომ "ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა" და ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა არაა. ეს არის ხალხის ნება. არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლებამ ასე მოისურვა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ასევე გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში დამბალანსებელი უნდა იყოს. ვთქვათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული. რა თქმა უნდა "ქართული ოცნება" საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს და ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაშინ არ მესმის დაბალანსების თემა, როგორ უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
10:38 / 22-03-2017
giorgi
0
ხალხს რატომ აღიზიანებთ, მოაშორეთ ეს სურათი
10:09 / 22-03-2017
tngh
0
რამდენი ბოღმა და შურიც არ უნდა ანთხიონ კახას მიმართ, იგი მაინც წარმატებულ, ნიჭიერ და ვაჟკაც ადამიანად დარჩება. წარმატებებს ვუსურვებ მას და საქართველოს!!!
მსგავსი სიახლეები
"ნარმანიას მოღვაწეობა იყო ერთი დიდი სიზმარი"
"თუ გიორგი კვირიკაშვილს რაიმე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ"
"ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა, ბათუმელები შეაწუხეს"
"მთავარია ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას"
+PHOTO იტალიაში ყოფნის პერიოდში კალაძემ ფეხბურთის ლეგენდა პაოლო მალდინიც ინახულა
პაოლო "მილანის" საკულტო ღმერთია, ასე ახასიათებენ მას იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები.
კახა კალაძემ მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა
კალაძის თქმით, ახლა მთავარი საკითხი მეორე ტურის ჩატარება და გამარჯვების მოპოვებაა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:49 / 29-05-2017  Image "ანტიპატრიარქისტების" ლუსტრაცია" - ვის დასახელებას აპირებს საპატრიარქოს იურისტი
ვინც ე.წ. "ციანიდის საქმეს" უჭერს მხარს, სურს, საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს
11:04 / 29-05-2017  Image რატომ არ იმუშავებს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა საქართველოში?
საქართველოში ქულების სისტემა ნაკლებ გავლენას იქონიებს მძღოლების ქცევაზე, რადგან ის ძალიან ლიბერალური და არასრულია
15:45 / 28-05-2017  Image "დაჭერები, ციხის ამბები... საქართველოში რაც ხდებოდა, არ გახსოვთ?" - "ოცნების" დეპუტატის და სააკაშვილის შელაპარაკება თვითმფრინავში
ყოფილმა პრეზიდენტმა ანანიძის მწვავე რეპლიკების პასუხად, მას "ნაძირალა" უწოდა
07:58 / 28-05-2017  Image გლდანი, მუხიანი და თემქა - საინტერესო ფაქტები თბილისის გარეუბნებზე
თბილისის ყველა ცენტრალური დასახლება ოდესღაც ქალაქის გარეუბანი იყო
20:36 / 27-05-2017  Image მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."
კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს დაემთხვა
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49