კახა კალაძე მის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე - "ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ"

კახა კალაძე მის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე - "ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ"

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს სურვილი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ამის შესახებ კალაძემ "თV პირველის" გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა. კითხვაზე - შეიძლება თუ არა მან პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლოს, კალაძემ აღნიშნა, რომ "პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს".

ვიცე-პრემიერმა ასევე, კონსტიტუციით პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ტრაგედია არ იქნება, თუკი პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება.

"ვფიქრობ უნდა ავიღოთ მაგალითები განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც არის საპარლამენტო მმართველობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ ხალხის მიერ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, მე ამაში ტრაგედიას ან პრობლემას ვერ ვხედავ. ხშირად ვისმენთ, რომ "ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა" და ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა არაა. ეს არის ხალხის ნება. არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლებამ ასე მოისურვა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ასევე გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში დამბალანსებელი უნდა იყოს. ვთქვათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული. რა თქმა უნდა "ქართული ოცნება" საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს და ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაშინ არ მესმის დაბალანსების თემა, როგორ უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."