ანაკლიაში კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებაზე 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

ანაკლიაში კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებაზე 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

ანაკლიაში კანალიზაციის ამორტიზებული სისტემა მოწესრიგდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება.

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერა.

"ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობა 1 000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს და 10 ათასზე მეტ ტურისტს მოემსახურება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."