კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:36 / 20-03-2017
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მომავალ თანამშრომლობაზე
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისი და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მომავალ თანამშრომლობას "მომავალი აჩვენებს".

როგორც უსუფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობს, ამით არც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არც პოლიტიკურ სისტემას და არც საზოგადოებრივ მორალს.

"რაც შეეხება პირადად ჩემი და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას, იგი 20 წელზე მეტია იყო და რჩება საქმიანი, თავისუფალი, სათანამშრომლო და კეთილგანწყობილი და დარწმუნებული ვარ, ასევე დარჩება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მარგველაშვილთან დუეტს, უსუფაშვილი აცხადებს, რომ "დრო გვიჩვენებს".

"ის კი შემიძლია გავიხსენო, რომ ამ ხნის განმავლობაში ორჯერ უშედეგოდ ვცადე მისი დაყოლიება ჯერ 2006 წლის ადგილობრივ და შემდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო, როცა გადადგა ასეთი ნაბიჯი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, შევიტყვე უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ჯერ არ არსებობს ჩვენ მიერ საარჩევნო გადაწყვეტილების ერთად მიღების პრეცედენტი", - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

წაიკითხეთ სრულად
You must have Flash Player installed in order to see this player.
16:55 / 21-03-2017
კაცმა უსუფაშვილის ჭკუ ინტრა. თუ ნატვრა იყო ჭეშმარიტი,განათლებული, ქვეყნის და ხალხის სიყვარულით ანთებული კაცის ჭკუა ვერ ინატრა?
elen
16:18 / 21-03-2017
,,საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო მმართველობის მოწყობის საკუთარ მოსაზრებებზე წერს:
"მხოლოდ კრიტიკა ადვლიაო. ჰოდა არაფერი ახალი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ აგერ ფბ მეგობრებისთვის ჩემ მოკრძალებულ აზრს თუ რას გავაკეთებდი:
• გავაერთიანებდი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოს. უპრეცენდენტო საჯაროობით ავირჩევდი ახალ მოსამართლეებს სამივე პალატაში (სულ 15 მოსამართლეზეა საუბარი), ამითი რეალურად დაიწყებოდა სასამართლო რეფორმა
• თავიდან არის დასაწერი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსები. იდეოლოგიურ საფუძვლად დავუდებდი ინგლისურ სამართალს
• შევამცირებდი სამინისტროებს 8-10 მდე
• გავაუქმებდი გუბერნატორების, ფინანსური პოლიციის და სუს-ის ინსტიტუტებს
• რეალურ ფინანსურ დეცენტრალიზაციასთან ერთად არჩევითს გავხდიდი ყველა გამგებლის და მერის პოზიციას. ასევე არჩევითს გავხდიდი სამხარეო პროკურორის თანამდებობას
• თბილისს დავყოფდი მუნიციპალიტეტებად და აქაც არჩევითს გავხდიდი გამგებლებს. გაუგებარია 300,000-იან გლდანს რატომ არ უნდა ჰყავდეს არჩევითი მმართველი როდესაც 6 ჯერ პატარა უამრავ რაიონს ჰყავს.
• გავაუქმებდი პარლამენტის მაჟორიტარულ სისტემას და პრეზიდენტის ინსტიტუტს
• სასკოლო განათლება იქნებოდა მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ არაფერი გამოგვივა ქვეყანაში სადაც 15 წლის მოზარდებს მათემატიკას, წაკითხულის გააზრებას და ინგლისურს ვერ ვასწავლით საშუალო ევროპული ხარისხითაც კი. ---- წერს ქადაგიძე."

------------------------

კარგი მოსაზრება და სწორი მიდგომა ქვეყნის განვითარებისათვის....
mimino
მსგავსი სიახლეები
"წარმოგიდგენიათ კონსტიტუციის წერა ერთ რომელიმე პიროვნებაზე მორგებით?!"
პრეზიდენტი: "მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ"
აშოტ კურაპალატიდან გიორგი მარგველაშვილამდე...
დღეს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია - "მოითხოვე ქართული" დაიწყო
"მათი დაკითხვა ოჯახის, ახლობლების ნებართვით შესაძლებელია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:36 / 30-03-2017  Image მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა
15:12 / 30-03-2017  Image უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"
ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალები" ვიზალიბერალიზაციის თემაზე ერთმანეთს "ფეისბუქში" დაუპირისპირდნენ
11:15 / 30-03-2017  Image ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი
"ნიუ სქულის" კომისიამ ნიკუშა მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო
16:25 / 30-03-2017  Image "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე
ფასის მიუხედავად შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა
11:01 / 30-03-2017  Image როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49