დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მომავალ თანამშრომლობაზე

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მომავალ თანამშრომლობაზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისი და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მომავალ თანამშრომლობას "მომავალი აჩვენებს".

როგორც უსუფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობს, ამით არც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არც პოლიტიკურ სისტემას და არც საზოგადოებრივ მორალს.

"რაც შეეხება პირადად ჩემი და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას, იგი 20 წელზე მეტია იყო და რჩება საქმიანი, თავისუფალი, სათანამშრომლო და კეთილგანწყობილი და დარწმუნებული ვარ, ასევე დარჩება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მარგველაშვილთან დუეტს, უსუფაშვილი აცხადებს, რომ "დრო გვიჩვენებს".

"ის კი შემიძლია გავიხსენო, რომ ამ ხნის განმავლობაში ორჯერ უშედეგოდ ვცადე მისი დაყოლიება ჯერ 2006 წლის ადგილობრივ და შემდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო, როცა გადადგა ასეთი ნაბიჯი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, შევიტყვე უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ჯერ არ არსებობს ჩვენ მიერ საარჩევნო გადაწყვეტილების ერთად მიღების პრეცედენტი", - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

წაიკითხეთ სრულად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."