პრეზიდენტი უმრავლესობას - პატივცემულო ბატონებო, შესაძლოა დადგა დრო, ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა

პრეზიდენტი უმრავლესობას - პატივცემულო ბატონებო, შესაძლოა დადგა დრო, ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა

შესაძლებელია დადგა დრო, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების ნაცვლად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც დღეს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია. მისივე თქმით, მოსმენების შესახებ კანონპროექტს მან ვეტო პირველად 2014 წლის 29 ნოემბერს დაადო, თუმცა „საპარლამენტო უმრავლესობამ, კოალიციურმა უმრავლესობამ დიდი ზარ-ზეიმოთ, როგორც წარმატება ამცნო საზოგადოებას, რომ მათ ვეტო დაძლიეს, მაგრამ მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ამ კანონის მოქმედება“.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა სხვა კანონპროქტებზე დადებული ვეტოებიც გაიხსენა, მათ შორის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე, „საერთო სასამერთლოების შესახებ“ კანონპროექტზე.

მისივე თქმით, საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც არა უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობები, არამედ ქვეყანა იღებს ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე.

„მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას, საკონსტიტუციო უმრავლეობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, ვიდრე კანონპრროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია, ახლა დადგა დრო, რომ ჩვენ ყველამ დავიჯეროთ იმისა, რომ ვეტო დაძლევადია და დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ იმ ფონზე, როდესაც ყველას გვესმის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ შესაძლებელია დრო დადგა ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."