გია ხუხაშვილი - ჯეჯელავა აბსოლუტურად პაროდიული ფიგურაა

გია ხუხაშვილი - ჯეჯელავა აბსოლუტურად პაროდიული ფიგურაა

თვითონ ჯეჯელავა როგორ არის გაუფასურებული ხალხის თვალში, სჯობს ამას მიხედოს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ ვეტოს შესახებ დღეს გაკეთებული განცხადება, სამარცხვინოა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუ მმართველი გუნდი ვეტოს საკითხთან დაკავშირებით, წინა შემთხვევებს გაიხსენებს. "თვითონ ჯეჯელავა როგორ არის გაუფასურებული ხალხის თვალში, სჯობს ამას მიხედოს. ჯეჯელავა აბსოლუტურად პაროდიული ფიგურაა, მინისტრი იყო ძალიან სასაცილო და ვიცე-პრემიერის რანგში, ასეთი ადამიანის მხრიდან საუბარი უბრალოდ სამარცხვინოა ნებისმიერი ქვეყნისთვის.

ეტყობა ეს ადამიანები არ ადევნებენ თვალს, რა ხდებოდა ვეტოების შემთხვევაში. ერთხელ დაადო პრეზიდენტმა ვეტო, გადალახეს, საკონსტიტუციო სასამართლომ კი მათი კანონი შეაჩერა. მეორედ დაადო ვეტო პრეზიდენტმა, კვლავ გადალახეს და დღეს თვითონ დაუბრუნდნენ იმ ვარიანტს, ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ პრეზიდენტმა სწორად დაადო ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს და მესამე საკითხი - მოსამართლეები, სადაც პრეზიდენტი მოსამართლეების ინტერესებიდან, სახელმწიფოს ინტერესებიდან ამოდიოდა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ვიცე-პრემიერ მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება ზედმეტად გახშირდა, რის გამოც ვეტოს საზოგადოების თვალში ფასი შეუმცირდა. თემაზე კომენტირებისას, ჯეჯელავამ ხაზი გაუსვა, რომ ვეტო არის უკიდურესი ზომა, როცა ყველა სხვა რესურსი ამოწურულია ხელისუფლების შტოებს შორის მოლაპარაკების.

"მე მეჩვენება, სამწუხაროდ, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება ზედმეტად ხშირად ხდება, რამაც საზოგადოების თვალში ცოტათი ფასი შეუმცირა ამ ვეტოს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."