გია ხუხაშვილი - დღეს პრეზიდენტს უფლება არ აქვს საერთოდ ხმა ამოიღოს

გია ხუხაშვილი - დღეს პრეზიდენტს უფლება არ აქვს საერთოდ ხმა ამოიღოს

ხელისუფლებასთან აფილირებული ადამიანების რიტორიკა მაგონებს ღრმად დაკომპლექსებული ადამიანების საქციელს, რომელთა მთავარი ამოცანაა თვითდამკვიდრება და ძალის დემონსტრირება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობას პრეზიდენტის მიმართ არაჯანსაღი და აბსურდული დამოკიდებულება აქვს. ხუხაშვილის განცხადებითვე, არასერიოზულია მოსაზრება, რომ პრეზიდენტმა წინასაარჩევნო მარათონი საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 წლით ადრე დაიწყო.

"ხელისუფლებასთან აფილირებული ადამიანების რიტორიკა მაგონებს ღრმად დაკომპლექსებული ადამიანების საქციელს, რომელთა მთავარი ამოცანაა თვითდამკვიდრება და ძალის დემონსტრირება. დღეს პრეზიდენტს უფლება არ აქვს საერთოდ ხმა ამოიღოს. პრეზიდენტი უნდა იჯდეს ჩუმად, სადღაც პროტოკოლურ შეხვედრებზე წავიდეს, მან თუ ხმა ამოიღო, ადამიანებს კონსტიტუციაზე დაელაპარაკა და თუ უბრალოდ ხალხში გაიარა, ეს უკვე პრობლემაა. ეს არის არაჯანსაღი, აბსურდული დამოკიდებულება. არასერიოზული საუბარია საარჩევნო მარათონთან დაკავშირებით. ის, რომ პრეზიდენტმა საარჩევნო მარათონი 2 წლით ადრე დაიწყო, აბსურდია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."