გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე - ვერ დავინახეთ არგუმენტი, რომ ახალი სააგენტოს დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრისთვის

გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე - ვერ დავინახეთ არგუმენტი, რომ ახალი სააგენტოს დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრისთვის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებელი ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარების არგუმენტს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტი პირველადი, პარლამენტის მიერ მიღებული სახით უნდა დარჩეს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „ძალიან ყურადღებით იქნა განხილული“.

„არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაშია, ამიტომ თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, იმ სახით იქნას გატანილი [კანონპროექტი], როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, - განაცახდა კვირიკაშვილმა.

პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისათვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება. მეორე წინადადება არის ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."