ხათუნა გოგორიშვილი ეკა ბესელიას - ხსნილია მარგველაშვილის კრიტიკაზე, მწვანე გაქვთ ანთებული ბიძინა ივანიშვილისგან

ხათუნა გოგორიშვილი ეკა ბესელიას - ხსნილია მარგველაშვილის კრიტიკაზე, მწვანე გაქვთ ანთებული ბიძინა ივანიშვილისგან

პარლამენტი, კონსტიტუცია და კონსტიტუციის 48-ე მუხლი თქვენ გახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, ერთი მიზეზი აქვს ამას - ხსნილია მარგველაშვილის კრიტიკაზე, მწვანე გაქვთ ანთებული ბიძინა ივანიშვილისგან და შეიძლება, რომ ის გააკრიტიკოთ, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას.

როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი პარლამენტარი პარლამენტის დაცვას უნდა მიესალმოს, ადგილი რომ არ ჰქონდეს შერჩევითობას.

"მეც ნამდვილად მივესალმებოდი, ქალბატონო ეკა, ეს რომ არ იყოს შერჩევითი პრინციპულობა და თქვენ ყველგან, ყოველთვის იცავდეთ პარლამენტის პრესტიჟს ასეთივე პრინციპულობით. თქვენს გამოსვლას სულისკვეთებაში ნამდვილად მივესალმებოდი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პარლამენტი, კონსტიტუცია და კონსტიტუციის 48 მუხლი თქვენ გახსენდებათ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს. ერთი მიზეზი აქვს ამას, რომ ხსნილია მარგველაშვილის კრიტიკაზე, მწვანე გაქვთ ანთებული ბიძინა ივანიშვილსგან და შეიძლება, რომ მარგველაშვილი გააკრიტიკოთ.

თქვენ არ გაგახსენდათ პარლამენტის პრესტიჟი, როდესაც თუნდაც ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე ვმუშაობდით, მაშინ, როდესაც უმრავლესობის წევრებსაც და უმრავლესობის თანამდებობის პირებსაც ჰქონდათ კონკრეტული მოსაზრებები, კონკრეტული პრინციპული შენიშვნები ამ საკითხზე, მაგრამ მერე გვეუბნებოდნენ, რა ვქნათ, გომელაური ვერ დავითანხმეთო. მაშინ პარლამენტი თქვენ ნამდვილად არ გაგხსენებიათ", - მიმართა გოგორიშვილმა ეკა ბესელიას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება პარლამენტის მიმართ უპატივცემულო იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."