ქართველი დეპუტატი, რომლის ქონებაც 35 მილიონ ლარამდე არის შეფასებული

ქართველი დეპუტატი, რომლის ქონებაც 35 მილიონ ლარამდე არის შეფასებული

"ქართულ ოცნებას" პარლამენტში 37 დეკლარირებული მილიონერი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

ამის შესახებ, კვლევა მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მილიონერი დეპუტატების სიას სათავეში "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა შალელაშვილი უდგას, რომლის უძრავ-მოძრავი ქონება "მედიატორის" მონაცემებით, 34.907.760 ლარით არის შეფასებული.

2016 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შალელაშვილი ფლობს 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ისრაელში, ქალაქ აშდოდში; 155 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას რუსეთში, მოსკოვში და 259.12 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში.

მასვე ეკუთვნის 36 650 კვადრატული მეტრისა (რომლის 50%-იანი წილის მფლობელიცაა) და 8 820 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები ისრაელში, სავიონში და 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი სამტრედიაში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეპუტატი ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს - MERCEDES S-500; NISSAN TEANA-ს; MERCEDES GL-450-ს და AUDI S8-ს. მასვე ეკუთვნის 4 ფერწერული ტილო და 3 ძვირად ღირებული მაჯის საათი. აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ნივთის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."