მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ზე - ყველა ტელევიზია უნდა მართონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ტელეპროდუქციას ქმნის

მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ზე - ყველა ტელევიზია უნდა მართონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ტელეპროდუქციას ქმნის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, "რუსთავი 2" და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ტელეპროდუქციას ქმნის.

"რუსთავი 2"-ის საკონტროლი წილის გადაცემის თაობაზე მიმდინარე დისკუსიას ექს-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"Facebook-ზე ვადევნებ თვალს "რუსთავი 2"-ის მართვაზე მიმდინარე დებატებს. პირველ რიგში, მე ვარ თითოეული "რუსთავი ორელის" გულშემატკივარი. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით და პატრიოტიზმით. მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამიას როლი ტელევიზიისთვის ურთულეს პერიოდში, პირადი საფრთხის ფასად, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი, როგორც ხელმძღვანელის ეფექტურობა და ის, რომ მას, როგორც მენეჯერს, დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია. ჩემი აზრით, ეს და საერთოდ ყველა ტელევიზია უნდა მართონ თვითონ ჟურნალისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ქმნის ტელეპროდუქციას. ამიტომ, მფლობელების წინადადება კოლექტივისთვის წილების განაწილებაზე და მათ მფლობელობაში შემოყვანაზე, უპრეცენდენტოა და დასაფასებელი. ძმები ყარამანიშვილები მაგრად დაუდგნენ ივანიშვილს და არ წავიდნენ არანაირ გარიგებაზე, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს შეთავაზების რეალიზება, ამას მენეჯმენტი, კოლექტივი და მფლობელები, დიდი იმედი მაქვს, ერთმანეთთან დიალოგის გზით გადაწყვეტენ და ერთობლივი ქმედებებით განავითარებენ საქართველოში დარჩენილ ბოლო დემოკრატიულ ინსტიტუტს - "რუსთავი 2"-ს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."