ევროპა გველოდება! - ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისში და ყველა საჭირო ინფორმაცია

ევროპა გველოდება! - ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისში და ყველა საჭირო ინფორმაცია

თბილისში, 26-27 მარტს, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 26 მარტს განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი თემატური დეკორაციით მოირთვება. მთელი დღის განმავლობაში „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს შესთავაზებენ. 12:00 საათიდან უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა. ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. 15:00 საათიდან, სახალხო პროექტი, „გვიდირიჟორე“ დაიწყება, ასევე, გაიმართება თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი”. 18:00 საათზე, ქართული ჯგუფი The Black Marrows დაუკრავს, დღის ბოლოს კი კონცერტი გაიმართება, რომელზეც ყველასთვის ცნობილი ევროპული მუსიკა გაჟღერდება.

ასევე წაიკითხეთ: ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

27 მარტს კი, ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, ორ საათს გასტანს და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

წაიკითხეთ: ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."