ქართულ-ევროპული კერძები, გართობა და მუსიკა - როგორ აღნიშნავენ ორი დღით ადრე ვიზალიბერალიზაციას თბილისში

ქართულ-ევროპული კერძები, გართობა და მუსიკა - როგორ აღნიშნავენ ორი დღით ადრე ვიზალიბერალიზაციას თბილისში

თბილისში, 26-27 მარტს, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები განახლებულ აღმაშენებელზე მიმდინარეობს.  საფეხმავლო მონაკვეთი თემატური დეკორაციით არის მორთული.

მთელი დღის განმავლობაში „ევროპული ქუჩის“ სტუმრებს საგანგებოდ მოწყობილი დახლებიდან კულინარიის აკადემიის შეფ მზარეულები როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს სთავაზობენ.

12:00 საათიდან უწყვეტ რეჟიმში, უკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze და სხვა. ქუჩაზე მოეწყო ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდათ.

27 მარტს კი, ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი. კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყება, ორ საათს გასტანს და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

იხილეთ სხვა ფოტოები

(ნინო ხოზრევანიძის ფოტოები)

ასევე წაიკითხეთ: ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."