მიხეილ სააკაშვილი უკრაინული არხის წამყვანი ხდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინული არხის წამყვანი ხდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს "სხვა უკრაინა"-ს წამყვანი იქნება.

იხილეთ ვიდეო

"ჩვენ ტელეარხ Zik-ზე "სხვა უკრაინის" პირველი პროგრამა ჩავწერეთ და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირას ამ გადაცემაში ისეთ უკრაინას დაგანახებთ, რომელსაც არც ერთი სხვა არხი არ აჩვენებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო გადაცემის სტუდიიდან. ფოტოზე სააკაშვილი ძაღლის ჯიხურის გვერდით დგას. ამგვარი დეკორაციის გამოჩენა შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებასთან იყოს დაკავშირებული, რომელმაც ხარკოვში ვიზიტისას აღნიშნა, რომ "ის ხალხი, ვისაც ძაღლის ჯიხურიც კი არ აუშენებია, ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებას".

"...ეს სავსებით მისაღები იქნება, ჯერ კიდევ გუშინ ოპონენტთა სისხლზე დაგეშილი ბიძინისტები თუ წავლენ ამაზე" - რაში ხედავს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს დავით დარჩიაშვილი

რა კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები შარლ მიშელის ორგანიზებით გამართული შეხვედრის შემდეგ და როგორია მათი სამოქმედო გეგმა

"იმედია, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას" - პრემიერის კომენტარი შარლ მიშელის ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ