დონალდ ტუსკი - როდესაც ევროკავშირი თავის საზღვრებს უხსნის საქართველოს, საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელიც მას საზღვრებს უქმნის

დონალდ ტუსკი - როდესაც ევროკავშირი თავის საზღვრებს უხსნის საქართველოს, საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელიც მას საზღვრებს უქმნის

დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც დაემთხვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას", - განაცხადა თავის შესავალ სიტყვაში დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, ეს იყო გრძელი გზა და მღებულმა შედეგმა კიდევ უფრო დააახლოვა საქართველო და ევროკავშირი. "ეს იყო გრძელი გზა. თუმცა, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს. საქართველომ დიდი სამუშაო შეასრულა. ეს ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის", - აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტუსკის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება განიხილეს. "ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთვის დახმარების გაწევას. ჩვენ ველოდებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება მედია პლურალიზმის საკითხში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის გათვალისწინებით. ევროკავშირი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის, რათა მედია პლურალიზმი უზრუნველყოფილი იყოს", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ევროკავშირი თავის საზღვრებს უხსნის საქართველოს, საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელიც მას საზღვრებს უქმნის, რათა შეზღუდოს თავისუფლება, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის შიგნით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."