ედვარდ ლუკასი - საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს

ედვარდ ლუკასი - საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს

საქართველოში ადვილად ჩანს კრემლის მხარდამჭერი და ანტიდასავლური გზავნილები სხვადასხვა მედიასაშუალებებში, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ედვარდ ლუკასმა განაცხადა. მისი აზრით, ცრუ ინფორმაციის და ანტიდასავლური ნარატივების ამოცნობა საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის პასუხისმგებლობაცაა.

"უნდა ვისწავლოთ ყალბი გზავნილის ამოცნობა. როცა ვიღაცას ქუჩაში ხვდები, აკვირდები მის ჩაცმულობას, ქცევას, საუბარს და იღებ გადაწყვეტილებას, შეწყვიტო თუ გააგრძელო ამ ადამიანთან ურთიერთობა. იგივე უნარები უნდა შევიძინოთ ინტერნეტში ადამიანებთან ურთიერთობისასაც. პროპაგანდის შედეგად, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი იცვლება. ვფიქრობ, მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა დაფიქრდეს იმაზე, თუ სად იდება მისი სარეკლამო ფული. მთავრობამ ისეთ მედიასაშუალებებში უნდა იყიდოს რეკლამა, რომლებიც ზოგადად ეროვნულ ინტერესებს ემსახურება", - აცხადებს ლუკასი.

მისი თქმით, ამაში უნდა შედიოდეს ოპოზიციური მედიაც, რადგან ჯანსაღ დემოკრატიას ოპოზიცია აუცილებლად სჭირდება.

"სახელმწიფო თანხები არ უნდა დაიხარჯოს ექსტრემისტ მედიაში რეკლამის ყიდვაში. საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს. არ მგონია ეს კარგი იდეა იყოს", - აღნიშნა ლუკასმა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსული პროპაგანდის მიზანი საზოგადოებაში ცალკეული თემების ღირებულებების შეცვლაა.

"ისინი ცდილობენ რეალობის შეცვლას. მათი მიზანი განცდის შექმნაა, რომ არ არსებობს რეალობა, არ არსებობს სიმართლე", - განაცხადა ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა იანის სარტსმა.

მისი თქმით, ამისთვის ყველაზე ხშირად ცრუ ამბების ქსელი გამოიყენება.

თავის მხრივ, ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ანალიტიკოსმა რალფ ფრედჰაიმმა კი "ამერიკის ხმასთან" საუბარში განაცხადა, რომ რეალობის შეცვლასთან ერთად, პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი პანიკის გამოწვევაა.

"პანიკა ადამიანებს ისეთი მოქმედებებისკენ უბიძგებს, რასაც ისინი მშვიდ მდგომარეობაში არ გააკეთებდნენ. სტრესი ადამიანებს რეაგირებისკენ უბიძგებს და იძულებით მოქმედებას ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ", - განაცხადა ფრედჰაიმმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."