მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ახდა

მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ახდა

ჩემი გამოსვლა მადლობის გადახდით მინდა დავიწყო, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ მიმოსვლა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მალტაში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩემმა მთავრობამ დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ ვაშენებდით აეროპორტებს, ვამზადებდით ინფრასტრუქტურას. ოცნება ახდა. დიდი მადლობა ევროპის სახალხო პარტიას, რომელიც მხარს გვიჭერდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის დღეს ორ ფრონტზე იბრძვის.

„მე პატივი მაქვს ორ ფრონტზე ვიბრძოდე. საქართველოში მე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპატიო თავმჯდომარე და უკრაინაში სწრაფად მზარდი პარტიის ლიდერი ვარ. თუმცა, დღეს მე აქ საქართველოს წარმოვადგენ და საქართველოზე მინდა ვისაუბრო“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ცხრა წლის განმავლობაში ის თავის გუნდთან ერთად პოსტსაბჭოთა სივრცეში რეფორმების ყველაზე წარმატებულ ექსპერიმენტს უძღვოდა.

„2012 წელს ჩვენ კიდევ ერთი საამაყო მიღწევა გვქონდა. მრავალწლიანი წარმატების შემდეგ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ ხელისუფლების არაძალადობრივი, მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემა მოვახდინეთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ხელისუფლება გადავეცით იმ ხალხს, ვინც მზად არ იყო და არ არის ამისთვის. ხელისუფლება „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილმა კერძო მეწილემ, ივანიშვილმა მიიღო, რომელმაც ოპოზიციის ყველა ლიდერი დააპატიმრა, სხვები განდევნა ქვეყნიდან და მე ახლაც ვერ ვბრუნდები ჩემს სამშობლოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ „ივანიშვილმა მასხარად აიგდო სასამართლო და საარჩევნო სისტემა და ახლა კონსტიტუციას ცვლის, რათა ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩეს“.

„2008 წელს რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს დაპყრობა. თუმცა ოთხი წლის შემდეგ რუსმა ოლიგარქმა და რუსეთმა ახლა უკვე ცნობილი აქტიური ზომები გამოიყენეს: პროვოკაციები, მოსყიდვა, ყველა ის მეთოდი, რომელსაც რუსეთი მსოფლიოში იყენებს, პირველად საქართველოში იყო გამოყენებული. მათ საქართველოში ხელისუფლება და სახელმწიფო დაიპყრეს არა სამხედრო გზით, არამედ არჩევნების მეშვეობით. მათ მოკლეს რეფორმების ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."