რუსული მედია: "დაინახავენ ევროპელები რომელიმე ქართველს ცოცხით ხელში და ამ ცოცხითვე გამოაგდებენ"

რუსული მედია: "დაინახავენ ევროპელები რომელიმე ქართველს ცოცხით ხელში და ამ ცოცხითვე გამოაგდებენ"

რუსული მედია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ეხმაურება. სტატიას ამ თემაზე აქვეყნებს რადიო "სპუტნიკი". გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

"ალბათ, საქართველოს წარმატება ახლა ყველაზე მეტად, ყოველგვარი შურის გარეშე უკრაინას უნდა უხაროდეს. მაგრამ არ გაუხარდებათ. ჯერ ერთი, უკრაინას საქართველომ გადაასწრო და ეს ასე თუ ისე უსიამოვნო მომენტია. მეორეც, ახლა ქართველების ევროპაში ქცევაზე იქნება დამოკიდებული, მოინდომებს თუ არა ევროკავშირი საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინელების ხილვას. თუმცა, რით ჩამოუვარდებიან უკრაინელები ქართველებს? ყველაფერი, რაც კი აუცილებელია უვიზო რეჟიმისთვის, უკრაინელებს აქვთ - აგრესიული რუსეთი მეზობლად, გადაულახავი შიდა პრობლემები და ქვეყნიდან გაქცევის სურვილი.

მაგრამ ბრიუსელში სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. "დაიცავით რიგი, ძაღლისშვილებო", - როგორც ამბობდა მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი, რომელსაც ცოტა ხნით ადამიანივით ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა. თუმცა მან ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა.

და აი, ასეთი შესაძლებლობა ქართველებსაც მიეცათ. მართალია, მათ წინაშე არა მთელი მსოფლიო და არა მუდმივად, მაგრამ 26 ქვეყნის საზღვარი და 6 თვის მანძილზე 90 დღით გაიღო. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."