გია ხუხაშვილი - პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა საკმაოდ მწვავე იქნება

გია ხუხაშვილი - პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა საკმაოდ მწვავე იქნება

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა საკმაოდ მწვავე იქნება, ხელისუფლება რაღაცას უპასუხებს და ამის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის განვითარდება მთავარი მოვლენები, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოვლაზე საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის პარლამენტისადმი მოხსენება პიროვნულ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება. "პიროვნული დაპირისპირების ანატომია სხვანაირია, მით უმეტეს, პარლამენტში რომ გახურდება სიტუაცია, ბოლოსკენ ალბათ პრეზიდენტისთვის არავის აღარ ეცლება იმიტომ, რომ იქ შეურიგებელი მტერ-მოყვარეები ისედაც არ აკლიან ერთმანეთს.

ძირითადად ალბათ დებატების ნაწილში ეს გადაინაცვლებს "ქართული ოცნება" – "ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირების ჭრილში და შეიძლება პრეზიდენტი საერთოდ დაავიწყდეთ ბოლოსკენ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე ვარაუდით, გიორგი მარგველაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემატიკაზე, შეახსენებს ხელისუფლებას იმ დაპირებას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, თვითმმართველობის გაძლიერებას და ასევე ისაუბრებს მედიის შესახებ...

"მე ვფიქრობ, მისი გამოსვლა იქნება საკმაოდ მწვავე. ერთადერთი პოზიტივი, სადაც მას შეუძლია ხელისუფლება შეაქოს, არის საგარეო პოლიტიკა, სადაც ნელა მაგრამ მეთოდურად ვცდილობთ წინ წავიწიოთ.

მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ მწვავე იქნება, ხელისუფლება რაღაცას უპასუხებს და ამის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის განვითარდება მთავარი მოვლენები", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 7 აპრილს წარდგება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."