მორიგი ისტორიული შეთანხმება - დღეიდან საქართველო ევროპოლის პარტნიორი ქვეყანა ხდება

მორიგი ისტორიული შეთანხმება - დღეიდან საქართველო ევროპოლის პარტნიორი ქვეყანა ხდება

დღეიდან საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება - საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი საქართველოს შს მინისტრმა გიორიგ მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უენრაითმა მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ამ შეთანხმებას ისტორიულს ვუწოდებ, ვინაიდან ეს არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. დღეიდან საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება, რასაც ჩვენი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან სრულიად ახალ საფეხურზე გადაყავს. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართლადამცავ უწყებებთან და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვის სფეროში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება ევროპოლთან და მისი მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."