სახლები გერმანიაში - როგორია ლევან კობიაშვილის 9 მილიონ ლარზე მეტად შეფასებული ქონება

სახლები გერმანიაში - როგორია ლევან კობიაშვილის 9 მილიონ ლარზე მეტად შეფასებული ქონება

დეპუტატ ლევან კობიაშვილის შემოსავალმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე გასულ წელს 63 334 ლარი შეადგინა.

კობიაშვილი ამ თანამდებობას 2015 წლის 3 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე იკავებს.

ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც 2016 წლის ნოემბერში "ქართული ოცნების" რიგებიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, მილიონერ დეპუტატებს შორის მოხვდა. მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" კვლევაზე, რომლის თანახმადაც, კობიაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება 9 829 530 ლარად არის შეფასებული.

იხილეთ ვიდეო

2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილი ფლობს 70 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; 6 500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში; 450 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს წყნეთში; ამავე მისამართზე მდებარე 2 100 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

მას ეკუთვნის ასევე 425 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დიუსელდორფში, ამავე მისამართზე მდებარე 790 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი და 550 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი ბერლინში. აღსანიშნავია, რომ თავად კობიაშვილი გერმანიაში მდებარე უძრავი ქონების მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელია, დანარჩენს 50%-ს კი მისი

მეუღლე თამარ წულეისკირი ფლობს.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."