ბზის უკანონო ჭრის მორიგი ფაქტი გამოავლინეს

ბზის უკანონო ჭრის მორიგი ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ბზის უკანონო ჭრის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მოქალაქე ირაკლი მარღია უკანონოდ მოიპოვებდა ბზის ტოტებს.

”დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 2 ძირი მოჭრილი ბზა, რომლის დიამეტრი 5 სანტიმეტრზე მეტია და 4 ძირი მოთხრილი ნერგი. შედგა შესაბამისი აქტი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე. სამართალდამრღვევებზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობს ცნობის საფუძველზე”, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."