ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველასთვის საფრთხეა

ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველასთვის საფრთხეა

მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, არ სჯერა, რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს, რათა ”ქართულმა ოცნებამ” არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ჯაფარიძის აზრით, რეალობა, რომელშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა, მნიშვნელოვანწილად ”ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა.

”მე არ მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე ”რამაზ ნიკოლეიშვილი” პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს. მეტიც, მე მჯერა რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ”ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა. ენმ-მ არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა, რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ენმ-მა არ შეამცირა ბიუროკრატია, რადგან სჭირდებოდა ადმინისტრაციული რესურსი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ენმ-მ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო, როგორც ”ერთადერთი პროდასავლური ძალა” პოლიტიკურ ველზე. ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში”, - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” ლიდერი განმარტავს, მას არ სჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს და ”ქართული ოცნება” აპირებს საქართველო ევროპას მოწყვიტოს.

”მე ასევე არ მჯერა რომ ოცნება/ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ. არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს. მაგრამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის „ოცნებისთვისაც“, მიუხედავად იმისა, მოგწონს „ოცნება“ თუ არა. აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. „გირჩის“ წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. არც ამ ტექსტით ვაპირებ ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო. მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ. მესმის რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე”, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."