დავით ბაქრაძე - ყველა ჟურნალისტის... მჩხიბავის, კუდიანის და უკუდოს მისამართით მინდა განვაცხადო - არანაირ ალიანსს ბატონ მარგველაშვილთან არ განვიხილავთ

დავით ბაქრაძე - ყველა ჟურნალისტის... მჩხიბავის, კუდიანის და უკუდოს მისამართით მინდა განვაცხადო - არანაირ ალიანსს ბატონ მარგველაშვილთან არ განვიხილავთ

მე მინდა თავიდანვე განვაცხადო ყველა ჟურნალისტის, ექსპერტის, გულთმისნის, მჩხიბავის, ჩიტიანი და უჩიტო, კუდიანის და უკუდოს მისამართით - არანაირ პოლიტიკურ კამპანიას და ალიანსს ბატონ მარგველაშვილთან არ განვიხილავთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ის დღეს არ აპირებს პრეზიდენტის გაკრიტიკებას, აპირებს მხარი დაუჭიროს თუნდაც იმ მიზეზით, რომ ეს ინსტიტუტი "არ კონტროლდება ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან".

"გილოცავთ ხარებას, მაგრამ არ მგონია, რომ ის დებატი, რომელიც დღეს ამ დარბაზში მიმდინარეობს, მაინც და მაინც გასახარი გახლდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის", - მიმართა ბაქრაძემ დარბაზში მყოფებს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი იქნება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერი, თუმცა, არა იმიტომ, რომ მისი გამოსვლით არის აღფრთოვანებული. "მე მინდა მხარი დავუჭირო იმ ინსტიტუტს, რომელიც დღეს ქვეყანაში გახლავთ ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელიც არ კონტროლდება ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან.

მე მინდა თავიდანვე განვაცხადო ყველა ჟურნალისტის, ექსპერტის, გულთმისნის, მჩხიბავის, ჩიტიანი და უჩიტო, კუდიანის და უკუდოს მისამართით - არანაირ პოლიტიკურ კამპანიას და ალიანსს არ განვიხილავთ ბატონ მარგველაშვილთან. მაგრამ, მინდა ასევე მკაფიოდ განვაცხადო, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მხრდიან, რადგან ეს არის აუცილებელი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

დღეს ქვეყანაში დარჩა მხოლოდ სამი ინსტიტუცია, რომელიც არ კონტროლდება ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან: პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიების ნაწილი და "რუსთავი2", - განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ სამივე დღეს არის ხელისუფლების შეტევის ქვეშ.

"აუცილებელია ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, სწორედ იმიტომ, რომ შევინარჩუნოთ ქართული დემოკრატიის დ აუკეთესი მომავლის ეს ბასტიონი, რომელიც რჩება არაკონტროლირებადი ინსტიტუტების სახით.

სწორედ ამიტომ, მე არ ვაპირებ პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსობრივ კრიტიკას, თუმცა ვისურვებდი, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი ყოფილიყო უფრო კონკრეტული არა მხოლოდ მის სიტყვებში, არამედ მის მოქმედებებში.

როდესაც პრეზიდენტი საუბრობდა სასამართლოს თემაზე, მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სასამართლო დღეს არის კრიზისში. აღწერა ნამდვილად სწორი და ადეკვატური იყო პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ვისურვებდი, მას გამოეყენებინა ისტორიული შანსი, რომელიც ჰქონდა სასამართლო სისტემაში ვითარების მოსაბრუნებლად. ვისურვებდი, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში ყოფილიყვნენ იმავე პოზიციის გამზიარებლები, რომ სასამართლოს სჭირდება მეტი თავისუფლება და მეტი ცვლილება. ბატონო პრეზიდენტო, როდესაც თქვენ სასამართლო პრობლემებზე საუბრობთ, მოსამართლეებს მიმართავთ და მათგან არის დუმილი, დუმილი არის იმიტომ, რომ თქვენი წარდგენილი კანიდატატები უზენაეს სასამართლოში ძალიან მალე გახდნენ ნაწილი იმ კლანური სისტემის, რომელიც დღეს სასამართლოს მართავს", - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ ისაუბრა ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნაზე.

"თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, ვის ხელშიც გახლავთ კონკრეტული ბერკეტი, რომ დაასრულოს ერთხელ და სამუდამოდ ეს სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით პატიმრები და წერტილი დაუსვას მართლაც ამ თემას, რომელიც აზიანებს ჩვენს იმიჯს უცხოეთში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."