გია ვოლსკი - პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარდგენისას ბევრად უფრო მომზადებული უნდა ყოფილიყო

გია ვოლსკი - პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარდგენისას ბევრად უფრო მომზადებული უნდა ყოფილიყო

პრეზიდენტი წლიური ანგარიშის წარდგენისას ბევრად უფრო მომზადებული უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი აზრით, პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლისას სტრატეგიულ გეგმებზე უნდა ესაუბრა.

"უმრავლეოსობის წევრებმა, გარდა იმისა, რომ პრეზიდნეტის გამოსვლა შეაფასეს, როგორც არაობიექტური, მათ საკმაოდ დამაჯერებელი ციფრები და ტენდენციები წარმოადგინეს, რომელიც ჩვენ ხვალინდელი დღის იმედს გვაძლევს. ვფიქრობ, პრეზიდენტი ბევრად უფრო სერიოზულად უნდა მომზადებულიყო თავისი გამოსვლისთვის. სამინისტროების ვებ-საიტებზე მაინც შესულიყო ინფორმაციისთვის. მას კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმებზე უნდა ესაუბრა. მაგრამ როდესაც ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური ფონი საკმაოდ რთულია, ადვილია კრიტიკული პოზიციით გამოსვლა. პრეზიდენტისგან ჩვენ მოველოდით გაცილებით უფრო ღრმა ანალიზს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."