უჩა ძოძუაშვილი "დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნდა

უჩა ძოძუაშვილი "დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნდა

"დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილის აღდგენა თავდაცვის სამინისტროსა და ძოძუაშვილს შორის მორიგების აქტის საფუძველზე განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მორიგების აქტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიმდინარე წლის 17 მარტს დაამტკიცა.

მორიგების აქტის თანახმად, მოპასუხე მხარემ იკისრა ვალდებულება აღადგინოს მოსარჩელე უჩა ძოძუაშვილი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის "დელტა"-ს გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ხოლო უჩა ძოძუაშვილმა, თავის მხრივ, უარი თქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნაზე.

ცნობისათვის, უჩა ძოძუაშვილი სასარჩელო მოთხოვნით "დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის

2016 წლის 18 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."