მარიკა დათუკიშვილი დავით ნარმანიას - თბილისის ისტორიაში თქვენ შეხვალთ, როგორც ყველაზე მონურად მორჩილი დამნაშავე მერი

მარიკა დათუკიშვილი დავით ნარმანიას - თბილისის ისტორიაში თქვენ შეხვალთ, როგორც ყველაზე მონურად მორჩილი დამნაშავე მერი

თბილისის ისტორიაში თქვენ შეხვალთ, როგორც ყველაზე მონურად მორჩილი დამნაშავე მერი. ნაზღაიძის საქმე გახლავთ ის ქეისი, რომელთან დაკავშირებით თქვენ აუცილებლად აგებთ სისხლის სამართლებრივ პასუხს, - ამ სიტყვებით საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოში გამართულ სხდომაზე თბილისის მერს, დავით ნარმანიას მიმართა.

მარიკა დათუკიშვილის თქმით, დედაქალაქის მერმა მის შეკითხვებს ვერ უპასუხა. "ჩემს არც ერთ შეკითხვაში არ მიხსენებია მოსამართლე ნაზღაიძე. მუდმივად ვცდილობდი კორექტული ვყოფილიყავი, სამართლიან ჩარჩოებში ყოფილიყო მოქცეული ჩემი შეკითხვა, თქვენგან მიმეღო სამართლიანი პასუხი, მაგრამ პასუხი ვერ გამეცით. ახლა ნამდვილად მიღრმავდება ის ეჭვი, რაც აქამდე მქონდა. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ დიახაც, თქვენ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს "რუსთავი2"-ის საქმის გადაწყვეტილებისთვის ქრთამის სახით მილიონი ლარი გადაეცით, რომელი დავალებაც თქვენ მიიღეთ. ძალიან სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ თბილისის ისტორიაში თქვენ შეხვალთ როგორც ყველაზე მონურად მორჩილი დამნაშავე მერი. ნაზღაიძის საქმე გახლავთ ის ქეისი, რომელთან დაკავშირებით თქვენ აუცილებლად აგებთ სისხლის სამართლის პასუხს", - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

სხდომაზე მის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრების მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა მარიკა დათუკიშვილს მიმართა, ნუ გადავა შეურაცხყოფაზე.

ასევე ხმაურით და შეძახილებით დასრულდა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის შეფასებითი გამოსვლა საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს იარუსიდან მისი მისამართით ასევე იყო რეპლიკები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."