გიორგი კვირიკაშვილი - ვაპირებთ, დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდე დავხარჯოთ 3-4 წლის პერსპექტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

გიორგი კვირიკაშვილი - ვაპირებთ, დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდე დავხარჯოთ 3-4 წლის პერსპექტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

ჩვენ ვაპირებთ, რომ დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდე დავხარჯოთ 3-4 წლის პერსპექტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საზოგადოებას წარუდგინეს სივრცითი განვითარების 2500 ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია.

„მოგეხსენებათ თუ რა მასშტაბის სამუშაოებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვაპირებთ, რომ დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდე დავხარჯოთ 3-4 წლის პერსპესქტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ვინაიდან ამ პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ყველა ძირითადი სერვისი. უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოხდა მომზადება, წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება. ძალიან კარგად იმუშავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და მისმა სამინისტრომ. მე ვფიქრობ, ეს არის ის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ დაახლოებით 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, ჩვენი ქვეყანა შეასრულებს გაცილებით უკეთესად იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას ბუნებრივად გააჩნია. ეს სამუშაოები იწყება და მე მინდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მთლიანად მინისტრთა კაბინეტს ვუსურვო წარმატება, რადგან ეს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ჩვენი 4- პუნქტიანი გეგმის“, - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."