ალექსანდრე ელისაშვილი - თუ მერად კენჭისყრას გადავწყვეტ, არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის კანდიდატი

ალექსანდრე ელისაშვილი - თუ მერად კენჭისყრას გადავწყვეტ, არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის კანდიდატი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში რომელიმე პარტიის სახელით მონაწილეობას გამორიცხავს.

როგორც ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას შეთავაზებები ჰქონდა "რესპუბლიკური პარტიიდან" და "თავისუფალი დემოკრატებიდან", თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მერობის კანდიდატად კენჭისყრას გადაწყვეტს, აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი.

"თუ გადავწყვეტ, რომ ვიყო მერობის კანდიდატი, მე ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი. არც ერთი პარტიის კანდიდატი არ ვიქნები, ეს არის ერთმნიშვნელოვანი ამბავი. ის, რომ პარტიები რაღაცებს მთავაზობენ, კი ბატონო, ეს არის ფაქტი, ამას არ უარვყოფ. მადლობელი ვარ შემოთავაზებების, მაგრამ არ ვაპირებ ვიყო რომელიმე პარტიის კანდიდატი. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას თუ არა, იმიტომ, რომ ჯერ არჩევნების თარიღი არ გამოცხადებულა და არასერიოზული იქნება ამაზე საუბარი", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."