"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო კომისია დატოვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო კომისია დატოვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო კომისია დატოვა, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პარტია შეეცადა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა წინგადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო, თუმცა დოკუმენტი, რომელიც მან მოამზადა, ადამიანებს უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას.

"პარტიამ გადაწყვიტა დატოვოს საკონსტიტუციო კომისია. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა ყოფილიყო წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამოძრავებდა სხვა მიზნები, რომელიც გამოიხატება ძალაუფლების უზურპაციაში. ეს კომისია გამოიყენება სწორედ ამ მიზნების მისაღწევად. დღეს უკვე ნათელია, რომ საკონსტიტუციო კომისიის შედეგად მიღებული დოკუმენტი ადამიანებს უზღუდავს თავისუფალი არჩევანის უფლებას - საქართველოს პრეზიდენტი არ იქნება არჩეული პირდაპირი წესით, იზღუდება მისი უფლებები; იცვლება საარჩევნო კოდექსი იმ ფორმით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს მმართველმა ძალამ; ამ კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დოკუმენტში ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის, არის გაუქმებული. ჩვენ იმედი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები, ვენეციის კომისია გაამახვილებს ყურადღებას შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვიმუშავეთ საკონსტიტუციო კომისიაში, ყველა ღონე ვიხმარეთ ამ დოკუმენტის სრულყოფისთვის და დღევანდელი გადაწყვეტილებაც - დემარშით კომისიის დატოვებაც არის კონსტიტუციის გაუმჯობესებისთვის წინგადადგმული პოლიტიკური ხერხი. იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენ, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს და არ მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა გოცირიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."