ილჰამ ალიევი - ხალხის რჩეული თუ პოსტსაბჭოეთის პირველი მონარქი?!

ილჰამ ალიევი - ხალხის რჩეული თუ პოსტსაბჭოეთის პირველი მონარქი?!

ილჰამ ალიევი ბაქოში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსის, ჰეიდარ ალიევის ოჯახში 1961 წელს დაიბადა.

ბაქოშივე დაამთავრა საშუალო სკოლა და 16 წლის ასაკში, 1977 წელს, როდესაც მამამისს უკვე აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი ეკავა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში ჩაირიცხა.

"სწავლის პირველი წელიწადი განსაკუთრებით რთული იყო. ერთია ბაქოში, "ცეკას" პირველი მდივნის შვილი იყო, და სულ სხვაა - მოსკოვში, სრულიად უცხო გარემოში, თანაც ასეთ ნორჩ ასაკში. მამის იმედები გავამართლე, კარგად ვსწავლობდი ინსტიტუტშიც და ასპირანტურაშიც", - იხსენებს ილჰამ ალიევი.

მას შემდეგ, რაც მამამისი სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს შემადგენლობა დაატოვებინეს, ილჰამ ალიევს, რომელიც ზემოხსენებულ ინსტიტუტში უკვე ლექციებს კითხულობდა, წასვლა ურჩიეს, რადგან მამამისს ქვეყნის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ გორბაჩოვი არ სწყალობდა. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."