ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფად აფასებს

ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფად აფასებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფად აფასებს, - ამის შესახებ აბაშიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი ვიზიტები ლავროვმა ადრეც განახორციელა აფხაზეთში - 2008, 2009, 2011 წლებში და ეს არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან.

კითხვაზე, ოპონენტების მოსაზრება, რომ მიმდინარე მოვლენები არის რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების "დათმობის პოლიტიკის" შედეგი, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ "საქართველომ 2012 წლამდე დათმო ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა".

"ეს ყველაფერი არის შედეგი 2008 წლის აგრესიისა, რასაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი ამ შედეგის დადგომას - გვახსოვს, რა პოლიტიკაც ტარდებოდა მაშინ.

როდესაც დღეს საუბარია რაღაც დათმობაზე, მე ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ რისი დათმობაც შეიძლებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი დათმო 2012 წლამდე. იმ წლებში რუსეთმა გადაიფორმა ჩვენი ტერიტორიების 20%, მათ შორის ის ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენ თითქმის სრულად ვაკონტროლებდით. იმ პერიოდში გადაიფორმა რუსეთმა ჩვენი სტრატეგიული ობიექტების დიდი ნაწილი, მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტები. იმ წლებში დაუბრუნდა საქართველოს უკან დიდი ვაი-ვაგლახით და წვალებით საქართველოდან გაყვანილი სამხედრო ბაზები. მაშინ მოხდა, რომ ლტოლვილთა ახალი ნაკადი შეემატა ისედაც უამრავ იძულებით გადაადგილებულ პირს. მაშინ გამორეკეს იმ რეგიონებიდან საერთაშორისო მისიები - გაერო და ეუთო. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მოხდა სრული კატასტროფა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსეთის თემის განხილვისას "მოკრძალებით საუბრისკენ" მოუწოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."