"საფერფლის მსროლელი და ვისაც საფერფლე მოხვდა, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში" - ვანო ზარდიაშვილი

"საფერფლის მსროლელი და ვისაც საფერფლე მოხვდა, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში" - ვანო ზარდიაშვილი

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის და განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

"ის, თუ რა მოხდა, ამას ვერ გეტყვით - საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში, რა მოხდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვანო ზარდიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატებს ვანო ზარდიაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის დეპუტატთა ე.წ. სათათბირო ოთახში მოხდა, რა დროსაც კანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა და ის შემთხვევით ოთარ კახიძეს მოარტყა.

ნახეთ მეტი: ოთარ კახიძე პარლამენტიდან დასისხლიანებული გაიყვანეს - რა მოხდა დეპუტატებს შორის?

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."