კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:09 / 19-04-2017
ემზარ კვიციანის კომენტარი პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ: "ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი"
გიგა ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა განაცხადა. მისივე თქმით, სხდომათა დარბაზში ბოკერიასთან დაპირისპირებისას ის ემოციებს აჰყვა.

"ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. ვინმეს უკვირს რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა მის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვა? ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს. დამნაშავეებმა არ აგეს პასუხი ამ ქვეყანაში. ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა მივმართო ხელისუფლებას,
ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ. აღადგინეთ სამართლიანობა'', - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს - ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია.

ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანიც გაბრაზება გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა.

ასევე ნახეთ: პარლამენტში ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა
09:00 / 24-04-2017
სვანსკი
0
რას იტანჯავ თავს დეპუტატობით, ხომ უყურებ არ გამოგდის,არ იცი არ გესმის ,დაანებე რაა თავი. შენი საქმეა ტყეში ,ინადირე, სუფთა ფაერი ჩაყლაპე,იქნება მერე მაინც გაგეხსნას რეზერვუარები.
13:22 / 23-04-2017
e.k.
0
ეს კაცი, ვინც იცნობთ დამეთანხმებით, ყველაზე გაუნათლებელი პარლამენტარია მთელს მსოფლიოში.
მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადებას მე სერიოზულად არ აღვიქვამ, მაგრამ უბედურება ის არის, როდესაც დეპუტატი ასეთ პოსტს წერს"
"ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი 2-ის თვალყურისთვის"
როგორც ჩანს, კვიციანმა ოპონენტების მისამართით არამხოლოდ პლასტმასის ჭიქა ისროლა
"მსგავსი მაღალი დონის პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს, ნაკლები ზიანით გაიაროს
"წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს აქციზის გადასახადის გაზრდას რომ აპირებდით?"
მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ყრილობაზე დადგება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 22-08-2017  Image ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
22:18 / 22-08-2017  Image გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26"
21:18 / 22-08-2017  Image მამუკა ხაზარაძე - "თიბისი ჯგუფი" დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
კომპანია "ბორჯომი" ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა
18:37 / 22-08-2017  Image "ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი
"მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი"
13:16 / 22-08-2017  Image "ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"
"ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49