"ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

"ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

"ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს, - ამის შესახებ განცხადება ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამართულ პრეკონფერენციაზე გააკეთეს.

მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებულია არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის იმსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვა, პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ "ქართული ოცნების" პოზიციები და უგულვებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განსხვავებული პოზიციები. მათივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფალი დემოკრატები" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებენ პროექტის კენჭისყრაში, რომელიც შაბათს გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო კომისია ასევე დატოვეს პარტიებმა: "სახელმწიფო ხალხისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და "დემოკრატიული მოძრაობა".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."