კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:40 / 20-04-2017
გიორგი კვირიკაშვილი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობის კუნძულის სტატუსს და ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.

„ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა საქართველო, ბოლო პერიოდში გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის
კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში - მან გაუძლო ბევრ დარტყმას და ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი ხედვაა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"
12:36 / 24-04-2017
g
0
საქართველო უნდა გააქტიურდეს დიპლომატიურ ფრონტზე. შეახსენოს თავისი არსებობა და გამოიმუშავოს სტრატეგიული ვექტორი.ვერ ხვდებით რო არაფრად გვთვლიან თავს ვიტყუებთ აგერ მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორთან შეხვედრის დროს იმის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს დროშა რომ გამოეფინათ ორივე თავიანთი იყო. ისე რუსეთმა იცოცხლე კარგი დღე აყარა სულ ბოდიშები ახდევინა ახლა პუტინია სუსტი და ჩვენ მაგრები.არვკადრულობთ დალაპარაკებას მრჩება შთაბეჭდილება კი არ ვკადრულობთ არგვიშვებენ რო ვიკადროთ. ხოდა ასე ვერგაგვიგია ვინაა მტერი და ვის ძალად ვიმტერებთ ისევე ვოვას გამონათქვამი მახსენდება им нинужни партнери а нужни васали გაიგე ვალიკო არმინდა დურბინტი თუ ამდურბინტიდან ტაძარი არმოჩანს და მხოლოდ საკუთარი უსუსურობა ჩანს
21:39 / 23-04-2017
თენგიზ
0
საქართველო უნდა გააქტიურდეს დიპლომატიურ ფრონტზე. შეახსენოს თავისი არსებობა და გამოიმუშავოს სტრატეგიული ვექტორი. ტრამპის მოსვლით საქართველოს მიეცა შანსი. თურქეთის ტოტალიტარიზმში გადასვლა აიძულებს დასავლეთს (ამერიკას და ევროპას) ეძებოს ალტერნატიული დასაყრდნობი ამ რეგიონში. რუსეთის კატასტროფიული ეკონომიკური და პოლიტიკური დეგრადაცია ხელს უწყობს საქართველოს. მთავარია მთავრობამ გამოიყენოს ყველა ეს დადებითი ფაქტორი.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 22-08-2017  Image ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
22:18 / 22-08-2017  Image გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26"
21:18 / 22-08-2017  Image მამუკა ხაზარაძე - "თიბისი ჯგუფი" დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
კომპანია "ბორჯომი" ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა
18:37 / 22-08-2017  Image "ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი
"მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი"
13:16 / 22-08-2017  Image "ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"
"ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49