კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:13 / 21-04-2017
ევროკავშირი - საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს
ევროკავშირი მიესალმება "საქართველოში კონფლიქტის შესახებ" გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას და მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობა და ის როლი, რომელსაც ამ პროცესში ევროპის საბჭო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან ერთად ასრულებს, რაც "უნიკალურ შესაძლებლობას ქნის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების წევრთა გასაერთიანებლად". ამ კონტექსტში ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და კონსტრუქციულ მიდგომებს, ასევე "იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით მიაღწია".

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს დაუჭერს კონფლიქტის რეგიონებში ნდობის აღდგენის, თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

გარდა ამისა, ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად გმობს რუსეთის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფედერაციის ქმედებებს, კერძოდ ე.წ. შეთანხმებებს ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

"ეს აფერხებს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევას, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება როგორც საეთაშორისო სამართლის პრინციპებს, ისე რუსეთის მიერ ევროსაბჭოს ფარგლებში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 12 მარტს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც რეგიონის სახელის შეცვლას ისახავს მიზნად. ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, რომელიც ამ პროცესს ხელს უშლის.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
19:40 / 30-04-2017  Image მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადააქვთ
აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში 10-ზე მეტი მრავალწლოვანი ხის გადატანა განხორციელდა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49