ირაკლი კობახიძე ქორწინების საკითხზე ჩანაწერზე - ამ დაზუსტების მთავარი ამოცანა ის არის, რომ გასაქანი არ მიეცეს სპეკულაციებს

ირაკლი კობახიძე ქორწინების საკითხზე ჩანაწერზე - ამ დაზუსტების მთავარი ამოცანა ის არის, რომ გასაქანი არ მიეცეს სპეკულაციებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქორწინების საკითხზე ჩანაწერის მთავარი ამოცანა ის არის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს იმ სპეკულაციებს, რომელთა საფუძველზეც ჩვენს ქვეყანაში ღვივდება ჰომოფობიური განწყობები.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" განაცხადა, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში არის დაზუსტება, რომელიც ეხება ქორწინების უფლებას.

"ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა. ამ დაზუსტების მთავარი ამოცანა ის არის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს იმ სპეკულაციებს, რომელთა საფუძველზეც ჩვენს ქვეყანაში ღვივდება ჰომოფობიური განწყობები. ამ დაზუსტების ამოცანა არის სწორედ ამ ჰომოფიბიური განწყობების გაღვივების მაქსიმალური პრევენცია. სწორედ ამ მიზნით აისახა შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციის 30-ე მუხლში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."