საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მამავალ კვირას შევა, დოკუმენტის საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა კი შემდგომაზე გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მამავალ კვირას შევა, დოკუმენტის საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა კი შემდგომაზე გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში მამავალ კვირას შევა, დოკუმენტის საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა კი შემდგომაზე გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭი უყარეს.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების პროცედურები განმარტა. მისი თქმით, პროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას, არაუგვიანეს ხუთშაბათამდე შევა. ამის შემდგედ პარლამენტმა უნდა ჩამოაყალიბოს საორგანიზაციო კომისია საყოველთაო განხილვის და აღნიშნული კომისიის ფორმირების შემდეგ უკვე რეგიონებში შეხვედრები დაიწყება.

"ჩვენ გავალთ რეგიონებში და საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დღემდე საზოგადოებას სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ არსებითად დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდებოდა იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც კონსტიტუციაში შედის. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ სხვადასხვა ფორმით საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში. მას შემდეგ რაც მაისის ბოლოს განხილვა დასრულდება, გადავალთ შემდეგ ეტაპზე - ეს არის საპარლამენტო განხილვები. პარლამენტი ივნისში ორი მოსმენით გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას და მიღებას", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მესამე და საბოლოო მოსმენით კენჭისყრა შემოდგომაზე, დაახლოებით, ოქტომბერ- ნოემბერში გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."