4 მილიონერი თბილისის მთავრობაში - გაეცანით მათ ქონებრივ დეკლარაციებს

4 მილიონერი თბილისის მთავრობაში - გაეცანით მათ ქონებრივ დეკლარაციებს

სამოქალაქო პლატფორმა - "ახალი საქართველო" და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მთავრობაში 4 მილიონერია.

კვლევა ეხება დედაქალაქის მერიას, მერის მოადგილეებს, ადმინისტრაციის უფროსს, საქალაქო სამსახურის უფროსების და გამგებლების ქონებრივ დეკლარაციებს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ "ახალი საქართველოსა" და "მედიატორის" ერთობლივ კვლევას.

"მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" წარმომადგენლის ნინო ყურაშვილის განცხადებით, კვლევა 2 თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები, სადაც 30 თანამდებობის პირიდან მხოლოდ ერთ მათგანს არ ქონდა შევსებული ქონებრივი დეკლარაცია (ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი წერეთელი). რაც შეეხება შესწავლილ 29 დეკლარაციას ირკვევა, რომ 4 მათგანი არის დეკლარირებული მილიონერი.

პირველ ადგილს იკავებს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი - ია მაქაცარია, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილს 1 000 000 ლარის ოდენობის ქონებით ინაწილებენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი უკლება, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი.

იხილეთ ვიდეო: 4 მილიონერი დედაქალაქის მთავრობაში - ვინ არიან და რამდენ მილიონს ფლობენ თანამდებობის პირები?

წინა კვლევებთან შედარებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის და თბილის საკრებულოს დეპუტატებს ეხებოდა, როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მთავრობაში ბევრად ნაკლები მილიონერია, თუმცა აქ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი, რამდენად კეთილსინდისიერად ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას თანამდებობის პირები და შეესაბამება თუ არა რეალობას, მაგალითად, ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, მას არ ჰყავს ოჯახის წევრები, არ ფლობს არანაირ ქონებას და ზოგადად მისი ქონებრივი დეკლარაციის ნახვისას აღმოაჩენთ, რომ ის მხოლოდ 500 ლარის მფლობელია.

ასევე კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან გამომდინარე არც ის და არც სხვა მისი უჯახის წევრი არ ფლობენ საცხოვრებელ ბინას და ასევე ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულება, სადაც მას და მის ოჯახს შეეძლებოდათ ცხოვრება, ამ შემთხვევაში თუ ისინი ცხოვრობენ მშობლებთან ან ნათესავთან ქონებრივ დეკლარაციაში ისინიც მოხენიებული უნდა იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."