სუს-ი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს

სუს-ი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახური დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს.

„დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი აყვანილი იქნა სამსახურში“, - განაცხადეს სუს-ში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."